ალერგიის აქტუალური საკითხები

გამოკითხვები

რისკ-ფაქტორები წამლისმიერი ალერგიის განსავითარებლად Drucken

არსებობს ცნობილი რისკ-ფაქტორები მედიკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგიის განსავითარებლად, ასეთებია: მდედრობითი სქესი, ისტორია ანამნეზში მედიკამენტოზური ალერგიის არსებობის შესახებ, მედიკამენტების ხშირი გამოყენება, გენეტიკური ფაქტორები, ზოგიერთი დაავადების თანაარსებობა და სხვა.


მდედრობითი სქესი 

მაგალითად მდედრობითი სქესის ადამიანებს, დაგვიანებული ტიპის ალერგიული რეაქციები პრეპარატ გემიფლოქსაცინზე (ქუინოლინი) უვითარდებათ 30 პროცენტში, ხოლო მამაკაცებს 3 პროცენტში. ასევე პერიოპერატიული რეაქციები მიორელაქსანტებზე ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში. თუმცა პენიცილინზე რეაქციები ერთნაირად ვითარდება როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.


ისტორია ანამნეზში მედიკამენტოზური ალერგიის არსებობის შესახებ  

მაგალითად პაციენტს, რომელსაც წარსულში განუვითარდა ალერგია რომელიმე პრეპარატზე, ხშირად უვითარდება რეაქცია სხვა პრეპარატებზეც.


არსებობს ტერმინი „მრავლობითი წამლისმიერი ალერგიის სინდრომი“. ეს ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა კონდიციების შემთხვევაში: ა) პაციენტებს, რომლებსაც ჰქონიათ ისტორიაში რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე, გააჩნიათ 10-ჯერ მეტი რისკი რეაქციის განვითარებისა არამონათესავე ანტიბიოტიკზეც. ბ) ეს ტერმინი გამოიყენება მაშინაც, როდესაც პაციენტებს აღენიშნებათ რეაქცია ანტიბიოტიკებზეც და სხვა ჯგუფის პრეპარატებზეც. ასეთი ტიპის რეაქციები აღწერილია ანტიბიოტიკებზე, ჰიპნოტურ ნივთიერებებზე, ანტიდეპრესანტებზე, ლოკალურ ანესთეტიკებზე, კორტიკოსტეროიდებზე და სხვა კლასის პრეპარატებზე.


მედიკამენტების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება

ასევე რისკ-ფაქტორია მედიკამენტების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება. მაგალითად მუკოვისციდოზის დროს, როდესაც საჩიროა ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, ხშირია წამლისმიერი ალერგიის შემთხვევები.


გენეტიკური ფაქტორები

გენეტიკური HLA-B ტიპი ხელს უწყობს წამლისმიერი ალერგიის განვითარებას.


ზოგიერთი დაავადების თანაარსებობა

ებშტეინბარის ვირუსით ინფიცირებისა და ლეიკემიის დროს ხშირია ალერგიული რეაქციები ამინოპენიცილინებზე. ასევე წამლისმიერი ალერგიები ხშირად ვითარდება ღვიძლის გლუტატიონის დონის დაქვეითებისას, მაგალითად შიდსიან პაციენტებში. არის მოსაზრება, რომ ციტოქრომ-P450-ის პოლიმორფიზმი ხელს უწყობს წამლისმიერი ალერგიის განვითარებას. ატოპური დაავადებების არსებობა კი ხელს უწყობს მედიკამენტოზური ალერგიის მძიმე ფორმით გამოვლინებას.


ასაკი როგორც რისკ-ფაქტორი

არ არის გამოკვეთილი რომელიმე ასაკი რისკ-ფაქტორად, მაგრამ ცნობილია რომ პედიატრიულ ასაკში განვითარებული მედიკამენტოზური ალერგია უფრო სწრაფად გაივლის, ვიდრე მოზრდილ ასაკში განვითარებული.


რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტოზური ალერგიის თავიდან ასაცილებლად?

მედიკამენტოზური ალერგიის თავიდან აცილების მიზნით, თუ პაციენტი დაავადებულია მასტოციტოზით, არ უნდა იქნას გამოყენებული: მორფინი, არასტეროიდული ანთების საჭინააღმდეგო პრეპარატები, თიოპენტალი, სუქცინილქოლინი, მივაკურიუმი, როკურონიუმი, ლიდოკაინი, ბუპივაკაინი. ასეთ შემთხვევებში ნაკლები რისკია ფენტანილი, სუფენტანილი, რემიფენტანილი, პარაცეტამოლი, მიდაზოლამი, პროპაფოლი, ეტომიდატი, კეტამინი, როპივოკაინი, დესფლურანი, სევოფლურანი.


პაციენტებს, რომელთაც აქვთ ალერგია ბანანზე, წაბლზე, ავოკადოსა და კივიზე ხშირად უვითარდება ალერგია ლატექსზე, განსაკუთრებით ოპერაციის დროს.


ვისაც აქვს ალეგია ქლორექსიდინზე უნდა გაითვალისწინონ, რომ ქლორექსიდინი შედის საშარდე გზების კათეტერიზაციიის პროცედურაში, ვაგინალურ და რექტალურ გელებში, საპნებში, კოსმეტიკაში, კბილის პასტებში, პირის ღრუს სავლებებში, პრეზერვატივებში, ანტაციდურ პრეპარატებში, კონტაქტური ლინზების ხსნარებში.


არის შრომები, რომელთა მიხედვითაც, პროპოფოლზე რეაქცია უფრო ხშირად უვითარდებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია არაქისზე, კვერცხზე, სოიოზე. ხოლო ვისაც აქვს ალერგია ზღვის პროდუქტებზე, მათ უფრო ხშირად უვითარდებათ ალერგიული რეაქცია იოდის შემცველ საკონტრასტო ნივთიერებებზე. ასევე ცნობილია რომ ვანკომიცინი ხშირად იწვევს კანის ძლიერ ერითემას, სიწითლეს, ე.წ. „წითელი კაცის სინდრომს“.

 
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus