ალერგიის აქტუალური საკითხები

გამოკითხვები

პარაზიტოზი Drucken

პარაზიტოზი ადამიანის ერთ-ერთი უხშირესი დაავადებაა. პარაზიტები ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში და თავიანთი ცხოველმყოფელობისთვისაც იყენებენ მის რესურსებს; ამავე დროს მათ მიერ გამოთავისუფლებული ტოქსინები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ზემოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს მის ინტოქსიკაციას ისეთი კლინიკური ნიშნების გამოვლინებით როგორიცაა დიარეა, მუცლის ტკივილი, კოლიკა, რეფლუქსი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერსალივაცია, წონის დაქვეითება, უმადობა, ხველა, პნევმონია, ჭინჭრის ციება, კუნთების ტკივილი, ანემია ნევროლოგიური მოვლენები და სხვა.


ხშირად პარაზიტოზით გამოწვეული კლინიკური ნიშნები სხვა დაავადების ილუზიას ქმნის და კლინიკური გაუარესების ან არაეფექტური მკურნალობის მიზეზი ხდება. მნიშვნელობა არა აქვს მარტო პარაზიტოზის დიაგნოზის დასმას, არამედ მისი სახეობის გარკვევაც, რაც განაპირობებს მედიკამენტის არჩევას და მისი დოზირების ადეკვატურ შერჩევას over the counter cialis.


პარაზიტოზი გადამდები დაავადებაა და კონტაქტში მყოფი სხვა ადამიანებისთვისაც წარმოადგენს საფრთხეს. პარაზიტოზის დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდით (რაც ამჟამად წარმოებს საქართველოში) - ნატიური მასალის დათვალიერებით მიკროსკოპის ქვეშ - პარაზიტოზის აღმოჩენის დაბალი ალბათობაა.


აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდა ჩვენს კლინიკაში - ფრანგი კოლეგების მონაწილეობით კომპანია ”ALLDIAG”-დან.

 
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus