საკვები დანამატები რომლებიც იწვევს არაიმუნოლოგიურ ალერგიულ რეაქციებს Drucken
Sakvebi danamatebi
 


Sakvebi_Danamatebi



ტარტრაზინი
(ფერის მიმცემი დანამატი) - ურტიკარია, ბრონქული ასთმა

 

მონოსოდიუმ გლუტამატი - კანკალი, სინკოპე, ურტიკარია, ბრონქოსპაზმი

 

ასპარტამი - ურტიკარია, ანგიოდემა

 

სულფატები - ასთმა, ურტიკარია (შეიძლება ითამაშოს ჰაპთენის როლი და გამოიწვიოს IgE - რეაქცია). არის ლიმონში, ლაიმში, ცივ სასმელებში, წვენებში - კონსერვანტების სახით.

 

ბენზოატები, პარაბენზოატები და ანტიოქსიდანტები - ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია, ანგიოდემა (იშვიათად მელკენსონ-როზენტალის სინდრომი - ტუჩის გრანულომა, სახის პრეზი, დაღარული ენა).

 

პაპაინი - ალერგიის დროს ყურადღება მისაქცევია ხორცზე (ძროხის და ღორის), რადგან გამოიყენება ხორცის დასარბილებლად.

 

ჰისტამინოლიბერატორები - არის კვერცხის ცილაში, მოლუსკში, მარწყვში, შოკოლადში, ციტრუსში, ტომატში, თევზში, ღორის ხორცში.

 

სალიცილატები - არის ცხარე სუნელში, ხმელ სუნელში, მწვანე ვაშლში, კარტოფილის კანში, ნუშში, ჩაიში და ზოგ ბოსტნეულში; იწვევს ურტიკარიას, ბრონქოსპაზმს, რინიტს, პოლიპოზს.

 

ვაზოაქტიური ამინები

 

იწვევს სპაზმს, კრუნჩხვას, წამოწითლებას, თავის ტკივილს, კანკალს, ჰიპოტენზიას.

 

ვაზოაქტიური ამინებია:

 

1) ჰისტამინი - არის ყველში (Blue, როკფორი, პარმეზანი), ბოსტნეულში (ისპანახი, ბადრიჯანი), წითელი ღვინოში (ჩიანტი, ბურგუნდიული).

 

2) თირამინი - ყველი (Camembert, Cheddaz), დამარილებული ქაშაყი, სოუსები (სოიოს), წიწილის ღვიძლი.

 

3) სეროტინინი - ბანანი, კივი, ანანასი, ლეღვი, პომიდორი, ნიგოზი, ქლიავი, რვაფეხა.