რა არის ალერგია Drucken

ალერგია ეს არის ორგანიზმის პათოლოგიური რეაქცია გარემოში არსებულ პროტეინებზე. ამ პროტეინებს ჩვეულებრივად შეიცავს ცხოველის ეპიდერმისი, მცენარეთა მტვერი, მწერები და სხვა. არაალერგიული ადამიანისათვის ეს პროტეინები საფრთხეს არ წარმოადგენს. ალერგიული ადამიანის ორგანიზმი კი ალერგენთან შეხვედრის დროს, ორგანიზმში გამოათავისუფლებს ჰისტამინს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებბს, მაგალითად კანში, ფილტვებში, ცხვირში, თვალში, ნაწლავებში არსებული პოხიერი უჯრედებიდან და ეს ნივთიერებები დაზიანებულ ორგანოში იწვევენ ანთებას და შეშუპებას. ამის შემდეგ ვითარდება კლინიკური სიმპტომები: კანის ქავილი, შეშუპება, გამონაზარი, ხმაურიანი სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, დიარეა. მძიმე შემთხვევებში იქმნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.


ალერგიული პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პოლინოზი, ასთმა, ეგზემა, ჭინჭრის ციება, კვებითი ალერგია.


ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციების გამომწვევებია ბალახისა და ხის მტვერი, მტვრის ტკიპა, საკვები (რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, ზღვის პროდუქტები, ხილი, თხილეული, ბოსტნეული), სოკოს სპორები, მედიკამენტები (პენიცილინი და მისი ჯგუფის პრეპარატები, ასპირინი, საანესთეზო პრეპარატები), ნიკელი, კაუჩუკი, პრეზერვატივები, საღებავები, ცხოველის ეპითელიუმი და ბეწვი, მწერები.


რატომ ვითარდება ალერგია

ზოგ ოჯახს გენეტიკურად აქვს ალერგიის განვითარების განწყობა (ატოპია). უკანასკნელ წლებში ასეთი განწყობა სწრაფად მატულობს. ალერგიის სიხშირის მატება აიხსნება ჩვენი თანამედროვე გარემოს ცვლილებით. არსებობს რამოდენიმე თეორიამაგალითად ჰიგიენური თეორია. იგი ალერგიის სიხშირის მატებას ხსნის ქიმიური გასასუფთავებელი საშუალებების ხშირი გამოყენებით. მეორე თეორიაგლობალური დათბობის თეორიახსნის გლობალური დათბობის გავლენით მცენარეთა ვეგეტაციაზე.


როგორ ვითარდება ალერგია

დაბადებისას ორგანიზმის იმუნური სისტემა იხრება T-უჯრედების ან TH1-ხაზის ან TH2-ხაზის აქტივობის მიმართულებით, რაზეც გავლენას ახდენს გენეტიკური განწზობა და გარემო ფაქტორები. TH1–იმუნიტეტი იცავს ორგანიზმს ბაქტერიების, ვირუსების და ალერგიისაგან. TH2–იმუნიტეტი იცავსპარაზიტებისაგან, მაგრამ უფრო მიმღებია ალერგიისათვის.

ალერგიული განწყობის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ალერგენსპეციფიურ იმუნოგლობულინ E-. მაგალითად თუ მცენარის მტვრის პროტეინი შეუკავშირდება იმუნოგლობულინ E- ცხვირის მემბრანაზე, წარმოიქმნება მტვერიმუნოგლობულინ E- კომპლექსი, რომელიც აიძულებს, იქ არსებულ პოხიერ უჯრედებს გამოყონ დიდი რაოდენობით ჰისტამინი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და გამოიწვიონ ალერგიული სურდო.


ვინ ავადდება ალერგიით

- რისკ ფაქტორი არის ალერგიული განწყობა მშობლებსა და დაძმაში

- ალერგიით ავადობა უფრო ხშირია მამრობით სქესსში

- სტატისტიკურად ბავშვებს არაალერგიული ოჯახაბიდან ალერგია უვითარდებათ 12 % შემთხვევებში. თუ ერთ მშობელს აქვს ალერგიარისკი 20 %–ია. თუ ორივე მშობელს აქვს ალერგიარისკი 40 %–ია. თუ ორივე მშობელს აქვს ალერგიის ერთნაირი ფორმა, მაგალითად ასთმა, პოლინოზი, ეგზემა, იგივე პათოლოგიის განვითარების რისკი მათ შვილებში არის 70%.


სხვა ფაქტორები რომლებიც ხელს უწზობენ ალერგიულ განწყობას:

- დაბადება საკეისრო კვეთით

- ანტიბიოტიკების უწესრიგო გამოყენება

- მცირე (1 ან 2 წევრი) ოჯახის წარმომადგენლობა

- პასიური სიგარეტის მწეველობა

- ჭარბწონიანობა (განწყობა ასთმის მიმართ)


რა შეამცირებს ალერგიული განწყობის რისკს

- არაალერგიულ ოჯახში დაბადება

- მხოლოდ დედის რძით კვება პირველი 4 თვის ასაკში, როცა დედა არ ღებულობს ისეთ საკვებს, როგორიცაა კვერცხი, რძე, თხილეული

- ნაწლავის ფლორის მოწესრიგება

- ასევე მნიშვნელოვანია ბავშმა მიიღოს მეტი ნატურალური და ნაკლები პროცესირებული საკვები

- რისკს ამცირებს უფროსი დაძმის არსებობა

- რისკს ამცირებს ასევე ცხოვრება ფერმაში


ალერგიული დაავადებების სწორი მართვისათვის აუცილებელია პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს და მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს როგორც პრევენციული, ასევე მისი ინდივიდუალური სამკურნალო ღონისძიებების შემუშავება.