დიეტა ფსევდოალერგენების დაბალი შემცველობით (ჰისტამინის გარეშე) Drucken
დიეტა ფსევდოალერგენების დაბალი შემცველობით

 

მკაცრად აკრძალული: ყველა საკვები რომელიც შეიცავს დანამატებს, როგორიცაა კონსერვანტები, საღებავები და ანტიოქსიდანტები; ყოველი ინდუსტრიულად დამუშავებული საკვები ყურადღებით უნდა იქნას შემოწმებული საკვები დანამატების არსებობაზე.

 

აკრძალულია: შებოლილი, ჩამარილებული, მარინირებული და გამლღვალი პროდუქტები

 

სასურველია: ახალი პროდუქტებით მომზადებული საკვები

 

 

 

                              Smile დაშვებულია Smile

                                Frown აკრძალულია Frown

მარცვლოვანი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი, ბრინჯი

 

- მარცვლეული (ხორბალი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, ქერი) ბურბუშელას, ფქვილის, მანანის ბურღულის, სახამებლის სახით

- პური დანამატების გარეშე*, ხრაშუნა პური*

- ბრინჯი, ბრინჯის ნამცხვარი (რომელიც შეიცავა მხოლოდ ბრინჯს და მარილს)

- მკვრივი ხორბლის მაკარონი (უკვერცხოდ)

- წიწიბურა, სიმინდის ბურბუშელა

 

ყველა სხვა მზა პროდუქტი, მაგალითად:

- მზა მიუსლი

- შეფუთული დაჭრილი პური დანამატებით

- საცხობის ნაწარმი

- მაკარონის სახის ნაწარმი (რავიოლი, ტორტელინი), კვერცხის შემცველი მაკარონი

კარტოფილი

- ყველა სახის კარტოფილი

- ყველა სახლში დამზადებული პროდუქტი

 

- მზა პროდუქტები, მაგ.: კარტოფილის პიურე, პანირებული კარტოფილი, კროკეტები, კარტოფილის კლიოცკები, შემწვარი კარტოფილი

- კარტოფილი ფრი.

 

ბოსტნეული

ყველა, აკრძალულთა შორის ჩამოთვლილთა გარდა ->

დაშვებულია: სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კოლრაბი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური, ვარდკაჭაჭა, ჩინური კომბოსტო, სიმინდი, კიტრი, ციკორი, ცერეცო, სალათის ფურცლები, ბოლოკი, თეთრი კომბოსტო, ყაბაყი

 

- ტოპინამბური (არტიშოკი), ბადრიჯანი, ავოკადო, პარკოსნები (ბარდა, ლობიო, ოსპი [чечевица]) სოკო, რევანდი [ревень], ისპანახი, მჟავე კომბოსტო, პომიდორი და პომიდვრის ნაწარმი, ზეთისხილი, ტკბილი წიწაკა

- მზა სალათი

- მჟავე კიტრი და სხვა ჩამწნილებული ბოსტნეული

ხილი, თხილეული, ხორბლეული, მარცვლეული

-

 

- ახალი ხილი და მისი ნაწარმი

- მზა პროდუქტები, როგორიცაა ჯემი, მარმელადი, ხილის წვენები, საწებელი, კომპოტი

- ჩირი

- თხილული, ნუში

 

რძე, რძის პროდუქტი, ყველი

 

- ახალი რძე, დო, კეფირი,

- ახალი, ათქვეფილი ნაღები და არაჟანი (შემასქელებლის გარეშე)

- ნაღების ყველი, მოცარელა (სულგუნი)

- ნატურალური იოგურტი, მაწონი

- ახალი ხაჭო (დანამატების გარეშე)

- გაუდას მსგავსი, რბილი (დაუმწიფებელი) ყველი

- სახლში დამზადებული ბრინჯის პუდინგი და პუდინგი

- ალტერნატივა: სოიოს რძე, სოიოს იოგურტი

 

სხვა ყველაფერი, მაგ.:

- მწვანილებიანი ყველი, რბილი ყველი, ხანგრძლივად დამწიფებული ყველი

- მწვანილებიანი ხაჭო, მასკარპონე (იტალიური ყველის სახეობა)

- ხილის იოგურტი, რბილი ყველი ხილით

- რძის დიეტური პროდუქტები

- მზა პროდუქტები: პუდინგი და ბრინჯის პუდინგი

ხორცი და ძეხვეული

 

- ახალი ან ახალგაყინული ხორცი

- ახალი ხორცის ფარში (შეუკმაზავი)

- სახლში დამზადებული შემწვარი ხორცი

- სახლში დამზადებული ხორცის ცივი კერძი

- სახლში დამზადებული ფრიკადელები

- ალტერნატივა: ტოფუ

ყველა მზა პროდუქტი,მაგ.:

- ძეხვი, სოსისი

- შეკმაზული პროდუქტები, როგორიცაა მწვადი

- ჩამარილებული, შებოლილი ხორცი, მაგ. როგორიცაა ლორი

- საცხობის ნაწარმი, დალაბული ხორცი, ხორცის სალათი

კვერცხი

 

-

 

- კვერცხი და კვერცხის სხვადასხვა პროდუქტები

 

თევზეული, მოლუსკები

 

-

 

- ყველა სახის თევზეული და მოლუსკები

 

ცხიმი და ზეთი

- კარაქი, მცენარეული ზეთი (ცივად დაპრესილი)

 

- ყველა სხვა (მაგ.: მარგარინი, ნახევრად ცხიმიანი მარგარინი), თხილეულის ზეთი

 

სასმელები

- მინერალური წალი

- შავი და მწვანე ჩაი (არაარომატიზირებული)

 

ყველა სხვა სასმელი, მაგ.: ხილის წვენი, ლიმონათი, ლუდი, სასმელები წარწერით „light“, სასმელები წარწერით „zero“, ყავა, ბალახის ჩაი

 

ტკბილეული

 

ტკბილეული იკრძალება, გარდა:

- სახლში დამძადებული ნამცხვრები

- შაქარი და თაფლი

 

- ყველა ტკბილეული, ასევე დაბალენერგეტიკული კანფეტი დამატკბობლებით და საღეჭი რეზინი)

- კაკაო შოკოლადი

მწვანილი, სანელებლები

 

- მარილი

- მწვანე ხახვი

- ხახვი

 

 

- მზა პროდუქტები, პიცა, პაკეტის სუპი, პაკეტის სოუსი, კეტჩუპი, მდოგვი, პირშუშხა, რემულადი,სალათზე მოსასხმელი დრესინგი, მზა სალათი, კონსერვები

- მაიონეზი, ძმარი, სანელებლები, მწვანილი, ნიორი

 

 ___________________

* გთხოვთ დაიცვათ სიფრთხილე და ყურადღებით წაიკითხოთ შემადგენლობა

 

დიეტის გეგმა არ შეიცავს ყველა დაბალი-ფსევდოალერგენებისა და ჰისტამინების გარეშე საკვებს, მაგრამ შეიცავს მათ უმეტესობას.

 

ეფუძნება Zuberbier et al ; Acta Derm Venereol (Stockh) 1995;75:484–7