ალერგიის აქტუალური საკითხები

კანის დაზიანება კოვიდ ინფექციის დროს Drucken

 

 

virus-4937553_640

 

 

თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში ბევრი იწერება კოვიდ ინფექციის გამოვლინების სიმპტომებზე. აღმოჩნდა, რომ ამ ინფექციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (დასაწყისში, მიმდინარეობისას, ან დასრულების შემდეგ) შეიძლება გამოვლინდეს კანის რეაქცია სხვადასხვა ტიპის გამონაყარის სახით. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ტესტი შესაძლოა იყოს უარყოფითი და პაციენტი თვლიდეს, რომ მას აქვს კანის პრობლემა. ასეთი პაციენტები უნებურად შეიძლება კოვიდ ინფექციის გამავრცელებლები აღმოჩნდენ. 

 

 

გამონაყარი შესაძლოა იყოს:

 

 

  • მორბილიფორმული ერთემის სახით


ასეთი გამონაყარი ზოგჯერ ჩნდება ინფექციის სხვა კლინიკურ გამოვლინებამდე, ან ინფექციის მიმდინარეობის ბოლოს. ის უპირატესად ვითარდება ტანზე და გარეგნულად წააგავს წითელას გამონაყარს.

 

 

  • მოყინვის მაგვარი - აკრალური გამონაყარი - ე.წ კოვიდის ფეხი


უპირატესად ფეხის წვერებზე ვითარდება ერითემულ-მოიისფრო მაკულოზური ელემენტები. ასევე შეიძლება განვითარდეს იდაყვებზე, ფეხების ლატერალურ ზედაპირზე, ზოგჯერ შეშუპებით და ქავილით, ზოგჯერ მათ გარეშე. ასეთი გამონაყარის ალაგებას შესაძლოა 2-8 კვირა დასჭირდეს.

ამ ფენომენის ეტიოლოგიის შესახებ ჯერ-ჯერობით სრული ინფორმაცია არ არის. ერთის მხრივ ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს იდიოპათური აუტოიმუნური რეაქცია, ან სისხლძარღვების ვირუსინდუცირებული დაზიანება.

ასეთ პაციენტს შესაძლოა ზოგ შემთხვევაში პჯრ-ტესტი უარყოფითი აღმოაჩნდეთ, თუმცა შეიძლება ამ დროს პოზიტიური იყოს იმუნოგლობულინების M,G ტესტები.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა ასეთი ტიპის აკრალური დერმატიტი შეიძლება არ იყოს დაკავშირებული კოვიდ ინფექციასთან.

ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის მითითებით, პანდემიის პირობებში, თუ პაციენტს აღენიშნა აკრალური დერმატიტის კლინიკური გამოვლინება, რომელიც რეალურად არ არის დაკავშირებული მოყინვის ისტორიასთან, უნდა ჩაუტარდეთ პჯრ ტესტირება. ხოლო თუ ასეთი გამოვლინება გაგრძელდა 4 კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ჩაუტარდეთ კოვიდ ანტისხეულების გამოკვლევა (თუ პაციენტს არ აღენიშნება სხვა დაავედებები, მაგალითად ანემიის ზოგიერთი ფორმა, აუტოიმუნური დაავადებები, სისხლის დაავადებები და სხვა).

ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით ასეთ პაციენტებში კოვიდ ინფექცია არ მიმდინარეობდა მძიმე ფორმით. მათ 78%- ჩაუტარდა ბინაზე მკურნალობა.

 

 

  • კანის გამონაყარი მარმარილოსებრი ელფერით


ვიზუალურად აღინიშნება სისხლძარღვებით დაქსელილი აჭრელებული კანი. ვარდისფერი და მოლურჯო ფერის სიჭრელით. კანის დაზიანების ასეთი ფორმა გამოვლინდა 2,3-5,3%-ში.

 

 

  • ფიქსირებული მარმარილოსებური ბადისებური პურპურა


აღმოჩნდა რომ ასეთი ტიპის გამონაყარი უფრო კოვიდ ინფექციის მძიმე ფორმებისათვის იყო დამახასიატებელი, რასაც თან ერთვოდა მიკროთრომბოზები და ზოგჯერ კანზე ნეკროტული უბნების განვითარება.

 

 

  • ურტიკარია - ჭინჭრის ციება


მწვავე ურტიკარია ჩაითვალა კოვიდის თანმხლებ ხშირ მოვლენად. კოვიდის დროს ურტიკარიას ზოგ შემთხვევაში ახლდა მაღალი ტემპერტურა, ზოგჯერ მიმდინარეობდა ტემპერატურის გარეშე.

 

 

  • ვეზიკულური ჩუტყვავილასმაგვარი გამონაყარი


კორონავირუსული ინფექციის დაწყებიდან 4-30 დღის განმავლობაში აღწერილია კანზე ვეზიკულური გამონაყარის გაჩენა, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება ახლდეს პაპულოზური და ზოგჯერ პუსტულოზური გამონაყარიც. ასეთი გამონაყარი ლაგდება საშუალოდ 10 დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამონაყართნ ერთად ზოგიერთ პაციენტს კოვიდ ინფექციის სხვა კლინიკური ნიშნებიც აღენიშნებოდათ, პჯრ ტესტი უარყოფითი ჰქონდათ.

 

 

  • მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში


ერითემულ-პოლიმორფული გამონაყარი კიდურებზე, პირის ღრუს ლორწოვანზე, კონიუნქტივიტი - .. ატიპური კავასაკის სინდრომიაღწერილი იყო იტალიაში, ინგლისში, ამერიკაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც.

 

 

  • მრავალფორმიანი ერითემის მაგვარი გამონაყარი


ხშირად გვხვდება მედიკამენტოზური - წამლისმიერი ალერგიის დროს.

 

 

 

***

კოვიდ ინფიცირებული დედების ახალშობილებში გვხვდება მაკულოპაპულოზური გამონაყარი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ტიპის გამონაყარი აღინიშნება კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალში, რაც უშუალოდ დაკავშირებულია სპეციალური ეკიპირების ხანგრძლივ ტარებასთან. ამ დროს აღინიშნება კანის დესქვამაცია, მაცერაცია, პაპულები, ეროზიები, რასაც თან ახლავს ქავილი და ტკივილი. უფრო ხშირად სამედიცინო პერსონალში აღინიშნება ხელის ეგზემის გახშირება, რაც ასევე დაკავშირებულია სადეზინფექციო საშუალებების და ხელთათმანების ხანგრძლივი ტარებით გამოწვეულ კონტაქტურ დერმატიტთან.

 

ასევე კოვიდ ინფიცირების დროს აღინიშნა უკვე არსებული კანის როგორც ალერგიული, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც და ასეთი პაციენტების მკურნალობის სქემაშიც შეტანილია ცვლილებები.

 
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus